თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ტრანსპორტელების დღე აღინიშნა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ტრადიციულად, ტრანსპორტელების დღე აღნიშნა. ეს დღე კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებს გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, დირექტორატის სხვა წევრებთან და საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტ ლავრენტი ალანიასთან ერთად მიულოცა და წლების განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
ტრანსპორტელების დღესთან დაკავშირებით კომპანიის 15 ავტობუსის მძღოლს, მათ შორის 3 ქალ მძღოლს გადაეცა მადლობის სიგელი, 2024 წელს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და მგზავრთა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მომსახურებისთვის.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ულოცავს მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ტრანსპორტელის დღეს!