მოწვევა ტენდერზე, პროექტი - Tbilisi Bus Extension
მოწვევა ტენდერზე
საქართველო
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“
პროექტი - Tbilisi Bus Extension
110 ერთეული 12 მეტრიანი კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე
დაბალიატაკიანი საქალაქო ავტობუსების და მასთან დაკავშირებული სერვისის
მიწოდება
აღნიშნული ტენდერზე მოწვევა ხდება შესყიდვის შესახებ ზოგადი განცხადების შესაბამისად Ref 9424-GPN-47166 ამ პროექტისთვის, რომელიც გამოქვეყნდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ბანკი) ვებ-გვერდზე, შესყიდვის შესახებ განცხადებების გვერდზე (https://www.ebrd.com/home) 17 მაისს, 2019 წელს.
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, შემდგომში წოდებული როგორც „შემსყიდველი“, აპირებს გამოიყენოს ბანკიდან მიღებული სესხის შემოსავალი იმ ხარჯების მიმართ რომლებიც საჭიროა თბილისის ავტობუსის როექტისთვის (Tbilisi bus project extension) შემსყიდველი დალუქული ტენდერის საშუალებით იწვევს შესაბამის მიმწოდებლებს შემდგომ კონტრაქტზე, რომლის დაფინანსება მოხდება სესხის შემოსავლის ნაწილიდან.
კონტრაქტი NoTTC-2, 110 ერთეული 12 მეტრიანი კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG)
მომუშავე დაბალიატაკიანი საქალაქო ავტობუსების და მასთან დაკავშირებული სერვისის
მიწოდება მათ შორის:
- 110 ერთეული დაბალიატაკიანი (Full low-floor) 12 მეტრიანი კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე საქალაქო ავტობუსი;
- ავტომატური მგზავრთა ნაკადის მთვლელი სისტემა თითოეულ ავტობუსზე;
- ავტობუსების სერვის-ცენტრისთვის საჭირო სადიაგნოსტიკო აღჭურვილობის კომპლექტი;
მიწოდების პირობები: DAP (Tbilisi). მიწოდების პერიოდი შემდეგნაირად: პირველი 30 (ოცდაათი) ერთეული ავტობუსის მოწოდება - არაუგვიანეს 2020 წლის 31 მარტისა, მეორე 40 (ორმოცი) ერთეული ავტობუსის მოწოდება - არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივნისისა, ბოლო 40 (ორმოცი) ერთეული ავტობუსის მოწოდება - არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრისა.
გაფორმდება ერთი ხელშეკრულება.
ტენდერი ხელშეკრულების გაფორმებისთვის, რომლის დაფინანსება მოხდება სესხის შემოსავლიდან, ღიაა ნებისმიერი კომპანიისთვის ნებისმიერი ქვეყნიდან. იმისათვის, რომ მოხდეს ხელშეკრულებაზე მოწვევა, პრეტენდენტებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მინიმალური კრიტერიუმები:
- (a) პრეტენდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ მისაღებ მოთხოვნებს: ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა; არ უნდა იყვნენ დაუშვებლად გამოცხადებულები ბანკის მიერ; სატენდერო დოკუმენაციის მოთხოვნებთან შესაბამისობა სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოსთვის, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის სახელმწიფოს კუთვნილი ორგანიზაცია; არ უნდა იყოს გარიცხული მსესხებლის ქვეყანაში არსებული კანონების ან „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ (UN) უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიხედვით.
- (b) პრეტენდენტებს არ უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულების შეუსრულებლობის თანმიმდევრული ისტორია უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის მანძილზე. ყველა მიმდინარე იურიდიული საქმის წარმოება ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის წმინდა ღირებულების 10 (ათი) %-ს.
- (c) აუდიტორულად დადასტურებული/დამოწმებული მონაცემები უკანასკნელი 3 (სამი) წლის მანძილზე პრეტენდენტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა აჩვენებდეს გრძელვადიან მომგებიანობას, მათ შორის ეკონომიკურად მომგებიან არანაკლებ 2 (ორი) წელს უკანასკნელი 3 (სამი) წლიდან.
- (d) პრეტენდენტის/მიმწოდებლის წლიური საშუალო ბრუნვა, როგორც მთავარი მიმწოდებლის, უკანასკნელი 3 (სამი) წლის მანძილზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 (ოცდაათი) მილიონი ევროს ეკვივალენტს.
- (e) პრეტენდენტმა უნდა მოახდინოს დემონსტრირება, რომ გააჩნია ლიკვიდური აქტივები, დაუბანდებელი რეალური აქტივები, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური შესაძლებლობები იმის დასადასტურებლად, რომ შეუძლია არანაკლებ 15 (თხუთმელი) მილიონი ევროს ეკვივალენტის ღირებულების კონტრაქტის პირობების შესრულება.
- (f) პრეტენდენტს ან, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ არის მწარმოებელი, შემოთავაზებული ავტობუსების მწარმოებელს უკანასკნელი 3 (სამი) წლის მანძილზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 600 (ექვსასი) ცალი დაბალიატაკიანი ახალი საქალაქო ავტობუსების მიწოდების გამოცდილება, რომელთა სიგრძეც აღემატება 11 მეტრს.
- (g) პრეტენდენტს ან, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ არის მწარმოებელი, შემოთავაზებული ავტობუსების მწარმოებელს უნდა ჰქონდეს უკანასკნელი 3 (სამი) წლის მანძილზე არანაკლებ 300 (სამასი) ცალი 12-18 მეტრიანი CNG ძრავზე მომუშავე ავტობუსების მიწოდების და წარმოების გამოცდილება ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ოპერატორებისთვის.
- (h) პრეტენდენტს ან, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ არის მწარმოებელი, შემოთავაზებული ავტობუსის მწარმოებელს უკანასკნელი 3 (სამი) წლის მანძილზე დამზადებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ცალი იგივე მოდელის ავტობუსი (იგივე ძრავით, იგივე საწვავის სისტემით, იგივე ღერძებით და გადაცემათა კოლოფით), რომლებიც შეკვეთილია ან მიწოდებულია ევროკავშირში არსებული ოპერატორების მიერ.
- (i) შემოთავაზებული ავტობუსების მწარმოებელს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) წლიანი წარმოების გამოცდილება 12-დან 18 მეტრამდე ურბანულ ავტობუსებში (ნებისმიერი მოდელის). შემოთავაზებული ავტობუსების მწარმოებელს უნდა ჰქონდეს საწარმოო ქარხანა საკუთარ მფლობელობაში ავტობუსების წარმოებისთვის, რომელიც გამოიყენება შემოთავაზებული CNG ავტობუსების დასამზადებლად არანაკლებ 3 (სამი) წლის მანძილზე და უკანასკნელი 12 თვის მანძილზე გამოყენებული უნდა იყოს იგივე ტიპის ავტობუსების (როგორიც ტენდერში იქნება შემოთავაზებული) წარმოებისთვის ტენდერის გამოცხადების თარიღამდე.
- (j) პრეტენდენტს და შემოთავაზებული ავტობუსების მწარმოებელს უნდა გააჩნდეთ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერთიფიკატი (ISO 9000 ან მისი ეკვივალენტური). მწარმოებელს უნდა გააჩნდეს გარემოსდაცვითი მართვის სერთიფიკატი (ISO 14001 ან მისი ეკვივალენტური).
- (k) პრეტენდენტს უნდა შეეძლოს გეგმიური და არაგეგმიური შეკეთების, სათადარიგო ნაწილების მიწოდების შესაძლებლობა, როგორც აღწერილია სატენდერო დოკუმენტაციაში. ადგილობრივი სერვის-ცენტრი უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
- (l) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება, რომელსაც პრეტენდენტი თავად არ აწარმოებს ან სხვაგვარად აწარმოებს, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უფლებამოსილება საქონლის მწარმოებლის მიერ, მიაწოდოს საქონელი მყიდველის ქვეყანაში.
ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი, ან ასოციაცია (ერთად წოდებული როგორც JVCA) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:
- (a) JVCA-ს წამყვანი პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ მოცემული საკვალიფიკაციო კრიტერიუმების 60%-ს საშუალო წლური ბრუნვის და ფინანსური რესურსების შესახებ.
- (b) JVCA-ს ყველა სხვა პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ მოცემული საკვალიფიკაციო კრიტერიუმების არანაკლებ 20%-ს საშუალო წლური ბრუნვის და ფინანსური რესურსების შესახებ.
- (c) JVCA მთლიანად უნდა აკმაყოფილებდეს გამოცდილების შესახებ არსებულ კრიტერიუმებს, აგრეთვე შესაბამისობას და ზემოთ მოცემულ მოთხოვნას ფინანსური სიტუაციის შესახებ. შესაბამის მონაცემებს, რომლებიც განსაზღვრავს JVCA-ს საერთო შესაძლებლობებს, განსაზღვრული უნდა იყოს თითოეულ პარტნიორზე. JVCA-ს თითოეული პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს ისტორიულ ფინანსურ პერფორმანსზე, შესაბამისობაზე და იურიდიულ დავებზე.
სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია მიღებული იქნეს შემსყიდველის ოფისში, ქვევით მითითებულ მისამართზე მას შემდეგ, რაც მოხდება 200 (ორასი) ევროს გადახდა (აღნიშნული თანხა უკან არ ბრუნდება), რომელიც მოიცავს დღგ-ს. შესაძლებელია 200 (ორასი) ევროს ეკვივალენტი თანხის გადახდა ლარში, გადახდის დღეს საქართველოს ევროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
აღნიშნული თანხის (რომლის უკან დაბრუნებაც არ ხდება) გადახდა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:
ბენეფიციარი ბანკი: JSC TBC BANK
SWIFT: TBCBGE22
კორესპონტენტი ბანკის დეტალები ევროს (EUR) ვალუტაში ანგარიშსწორებისთვის: DEUTSCHE BANK AG FRANKFURT/MAIN, GERMANY SWIFT: DEUTDEFF INTERMEDIARY BANK: BLZ: 50070010
ბენეფიციარი: შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“
ანგარიშირს ნომერი (ლარის ვალუტაში გადახდისთვის (GEL): GE67TB7931836070100001
ანგარიშის ნომერი (ევროს ვალუტაში გადახდისთვის (EUR): GE14TB7931836170100001
მას შემდეგ, რაც მოხდება ანგარიშსწორების (რომლის უკან დაბრუნება არ ხდება) დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, სატენდერო დოკუმენტაციის მიწოდება მოხდება ელექტორნულად PDF და MS Word-ის ფორმატში, წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაგრამ ვერანაირი პასუხისმგებლობა ვერ მიიღება ზარალის ან დაგვიანებული მიღების გამო. PDF და MS Word ფორმატში არსებული შეუსაბამომების გამო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უპირატესობა ენიჭება PDF ვერსიას.
ყველა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო თანხა 500’000 (ხუთასი ათასი) ევრო ან მისი ეკვივალენტი თანხა ლარში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გარანტიის გაცემის დღეს დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
სატენდერო წინადადები მიწოდებული უნდა იყოს ქვევით მითითებულ მისამართზე 2019 წლის 25 ოქტომბერს ან მანამდე. წინადადების მიღების ბოლო ვადა 25.10.2019 12:00 საათი თბილისის დროით, ამ დროს დალუქული სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება პრეტენდენტების წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებსაც ექნებათ სურვილი დაესწრონ აღნიშნულ პროცესს.
პოტენციური პრეტენდენტების რეგისტრაცია, რომლებმაც შეიძინეს სატენდერო დოკუმენტები, შეიძლება შემოწმდეს ქვემოთ მოცემულ მისამართზე.
მოქმედი შესყიდვის წესები მოიცავს ბანკის შესყიდვის პოლიტიკას და წესებს (PP&R, rev. ნოემბერი 2017), რომლებიც მოცემულია: https://www.ebrd.com/work-with-us/procurement/policies-and-rules.html
პრეტენდენტებს შეუძლიათ შემდგომი ინფორმაციის მიღება, აგრეთვე შემოწმება და სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შემდეგ მისამართზე:
შემსყიდველი: შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“
საკონტაქტო პირი: გიორგი დოლიძე, შესყიდვების სამსახურის უფროსი
მისამართი: ვაგზლის მოედანი #2, თბილისი 0112, საქართველო
ტელეფონის ნომერი: +995 (32) 235 77 77(ext. 1600)
ფაქსი: +995 (32) 293 41 41
ელექტრონული ფოსტა: GDolidze@metro.ge